სისტემა თარგმნის ბიუროებისთვის

მართეთ მთელი ბიურო ერთი სისტემიდან

შეკვეთები, თარჯიმნები, ნოტარიუსები, გადახდები და კლიენტები ერთ ადგილას. სისტემა მოქმედ ბიუროში შეიქმნა და იქვე ყოველდღე გამოიყენება.

უკვე იყენებთ Suliko Office-ს?შესვლა

გეცნობათ?

„სად არის ახლა ეს დოკუმენტი?“

ყველა შეკვეთას მიმდინარე სტატუსი აქვს.

„თარჯიმანს და ნოტარიუსს გადავუხადეთ?“

ყველა შეკვეთაზე ჩანს, ვის რა გადაეხადა.

„ერთსა და იმავე დოკუმენტზე ორმა თანამშრომელმა სხვადასხვა ფასი რატომ თქვა?“

ფასს სისტემა ითვლის, ყოველთვის ერთი წესით.

ფასის დათვლა

თარგმანისა და ნოტარიუსის ღირებულება ავტომატურად

მიუთითეთ დოკუმენტი, ენობრივი წყვილი, გვერდებისა და დოკუმენტების რაოდენობა. სისტემა თარგმანს თქვენი ფასებით დაითვლის, ნოტარიუსის საფასურს დაამატებს და კლიენტს სრულ ჯამს მაშინვე ეტყვით.

  • თქვენი ფასები თითოეული ენობრივი წყვილისთვის
  • ნოტარიუსის საფასური გვერდებისა და დოკუმენტების მიხედვით ითვლება
  • ერთსა და იმავე დოკუმენტზე ყველა თანამშრომელი ერთსა და იმავე ფასს ასახელებს

როგორ მუშაობს

შეკვეთის გზა მიღებიდან გაცემამდე

მთელი გუნდი ერთსა და იმავე სტატუსს ხედავს, ამიტომ აღარავის მოუწევს კითხვა, სად არის დოკუმენტი.

  1. 1
    ახალიმოთხოვნა შემოვიდა, ფასი დაითვალა
  2. 2
    გადახდილიკლიენტის გადახდა აისახა
  3. 3
    თარჯიმანთანთარჯიმანი ენობრივი წყვილის მიხედვით შეირჩა
  4. 4
    კორექციაზეტექსტს მეორე ადამიანი ამოწმებს
  5. 5
    ნოტარიუსთანდოკუმენტი ნოტარიუსთანაა
  6. 6
    მზადაა გასაცემადკლიენტს ელოდება
  7. დასრულებულიდოკუმენტი გაიცა, ანაზღაურება აღირიცხა

რა შედის სისტემაში

ყველაფერი, რაც ბიუროს სჭირდება, ერთ სისტემაში

შეკვეთები და სტატუსები

ყველა შეკვეთა პირველი მოთხოვნიდან გაცემამდე, სტატუსით, რომელსაც მთელი გუნდი ხედავს.

ახალითარჯიმანთანმზადაა გასაცემად

თარჯიმნები და ნოტარიუსები

თითოეულ თარჯიმანსა და ნოტარიუსს მითითებული აქვს ენობრივი წყვილები, ამიტომ შეკვეთა ყოველთვის სწორ ადამიანთან მიდის.

KA ↔ ENKA ↔ RUKA ↔ DE

ფასის ავტომატური დათვლა

თარგმანისა და ნოტარიუსის ღირებულებას სისტემა ენობრივი წყვილის, დოკუმენტის ტიპის, გვერდების, ვადისა და ასლების მიხედვით ითვლის.

KA → EN+დიპლომი+სასწრაფო+2 ასლი

ფინანსები

კლიენტების გადახდები, თარჯიმნებისა და ნოტარიუსების ანაზღაურება, ხარჯები და მოგების ანგარიშები.

კლიენტები და მოზიდვის არხები

ფიზიკური და იურიდიული პირები, კლიენტის პორტალი და ინფორმაცია, საიდან მოვიდა თითოეული კლიენტი.

B2CB2Bკლიენტის პორტალი

გუნდი და როლები

ხუთი როლი, თანაც თანამშრომლები მოგებას ვერ ხედავენ. ორეტაპიანი ავტორიზაცია და ყველა ცვლილების ისტორია.

5 როლი2FAცვლილებების ისტორია

Suliko-ს AI თარგმანი სისტემაშივე

პირველი ვერსია Suliko AI-სგან მიიღეთ სისტემიდან გაუსვლელად და დასასრულებლად თარჯიმანს გადაეცით.

ფინანსები

იცოდეთ, ვინ გადაგიხადათ და ვის უნდა გადაუხადოთ

ყველა შეკვეთაზე აისახება კლიენტის გადახდა და თარჯიმნისა და ნოტარიუსის წილი, ამიტომ თვის ჯამები თავისით ითვლება.

  • კლიენტების გადახდები და თანხის დაბრუნება
  • თარჯიმნისა და ნოტარიუსის ანაზღაურება ყველა შეკვეთაზე
  • მოგება თითოეულ შეკვეთაზე და თვის ჯამში

ანგარიშები

კვირისა და თვის ანგარიშები, გრაფიკებით

ერთი შეხედვით ნახეთ შემოსავალი, მოგება და თარგმნის მოცულობა, ასევე ცვლილება წინა პერიოდთან შედარებით. შემდეგ კი იგივე მონაცემები ნახეთ ენობრივი წყვილების, შეკვეთების წყაროებისა და კლიენტის ტიპის ჭრილში.

  • შემოსავალი და მოგება კვირებისა და თვეების მიხედვით
  • შეკვეთები და ნათარგმნი გვერდები, დინამიკაში
  • ყველაზე მოთხოვნადი ენობრივი წყვილები და შეკვეთების წყაროები

უსაფრთხოება

თქვენი ბიუროს მონაცემები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით

გამიჯნული მონაცემები

თითოეული ბიუროს მონაცემები სხვა ბიუროებისგან სრულად გამიჯნულია.

ორეტაპიანი ავტორიზაცია

შესვლისას დამატებითი შემოწმება ანგარიშს იცავს, პაროლი რომც გაჟონოს.

ცვლილებების ისტორია

ყველა შეკვეთასა და გადახდაზე ჩანს, ვინ რა შეცვალა და როდის.

კითხვები

რას გვეკითხებიან ბიუროები

ყველაფერს Excel-სა და WhatsApp-ში ვაწარმოებთ. გადმოსვლა რთული ხომ არ იქნება?

არა. კლიენტებთან WhatsApp-ით ურთიერთობას ისევ განაგრძობთ, შეკვეთები, გადახდები და სტატუსები კი ერთ ადგილას მოექცევა. არსებული მონაცემების გადმოტანაში დაგეხმარებით.

როგორ ხდება დანერგვა და მონაცემების გადმოტანა?

ბიუროს სისტემაში ჩვენ თვითონ ავაწყობთ, გადმოვიტანთ კლიენტებს, თარჯიმნებსა და ფასებს, თქვენს გუნდს კი სისტემით მუშაობას ვასწავლით.

რა ენებზე მუშაობს სისტემა?

სისტემის ინტერფეისი ქართულ და ინგლისურ ენებზეა. შეკვეთებში ნებისმიერი ენობრივი წყვილის გამოყენება შეგიძლიათ, თითოეული თარჯიმნის წყვილებს კი თავად მიუთითებთ.

რა ღირს?

ფასი ბიუროს ზომასა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. დაჯავშნეთ დემო და შესაბამის შეთავაზებას მოგიმზადებთ.

დემო

გაიცანით Suliko Office ონლაინ შეხვედრაზე

მოგვიყევით მოკლედ თქვენი ბიუროს შესახებ და დაგიკავშირდებით, რომ შეხვედრის დრო შევათანხმოთ.

რას ნახავთ შეხვედრაზე

როგორ გადის შეკვეთა მოთხოვნიდან გაცემამდე

როგორ გადმოვა თქვენი Excel-ი და WhatsApp-ის მიმოწერა სისტემაში

რა ეღირება სისტემა თქვენი ბიუროსთვის

ამ მონაცემებს მხოლოდ შეხვედრის დასაგეგმად გამოვიყენებთ.

Suliko Office: თარგმნის ბიუროს მართვის სისტემა